სავალდებულო ჯარში გაწვევის ერთი წლით გადავადება 5 ათასი ლარით განისაზღვრება

გამოქვეყნდა:

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება - ამის შესახებ დღევანდელ სესიაზე გახდა ცნობილი, სადაც მეორე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარი იყო, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.

ამჟამად მოქმედი კოდექსით კი, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი