თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - გამოძიებას კამერების ჩანაწერები სრულად არ ამოუღია

გამოქვეყნდა:

"ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე კვლავ მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რომ 27 ივნისს მასზე თავდასხმის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღონ. 

ფორმულას დამფუძნებლების ერთობლივ ბრიფინგზე მშვილდაძემ ჩანაწერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ამ კუთხით პასიურობს. მისი თქმით, დღეს იწურება 48 საათი მას შემდეგ, რაც პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართა, თუმცა ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიიდან საგამოძიებო უწყებებს, მხოლოდ "კარფურის" კამერების ჩანაწერები აქვთ ამოღებული.

ფორმულას დამფუძნებელი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა ამბობს, რომ სავარაუდოდ საქმე გვაქვს სახელმწიფოს ძალოვანი პირების მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ კრიმინალთან.

შეგახსენებთ, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს ქალაქის ცენტრში ერთი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ტელეწამყვანმა სახის არეში მრავლობითი დაზიანება მიიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი