
სტიქია ახალქალაქში -ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ვაჩიანის მოსახლეობა დააზარალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალქალაქის მერის ინფორმაციით, დაზიანდა 20-მდე საცხოვრებელი სახლი. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და წააქცია ელექტროგაყვანილობის ბოძები.
''დაზიანებულ მონაკვეთებზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება.სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა'' - თქვა ახალქალაქის მერმა.
დილიდან სეტყვაა ასპინძაშიც. ძლიერმა ნალექმა ნათესები დააზიანა.