მღვდლები ერთადერთი გამონაკლისი იქნება - "ქართული ოცნების" ახალი თავდაცვის კოდექსით ჯარში გაწვევა შეეხება ყველას, გარდა მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა. ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა აცხადებენ სხვა კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს კოდექსის უამრავ ხარვეზზე მიანიშნებენ და მის ცვლილებას მოითხოვენ, მაგრამ ქართლი ოცნება ყველა ძალებით, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებითაც, რომელიც დღეს პარლამენტში მოხდა, ცდილობს მიიღოს კანონი.
ხელისუფლების ასეთი შეუვალობა და მონდომება აფიქრებინებს ოპოზიციას, რომ კოდექსი "ოცნებას" მომავალი წლის არჩევნებისთვის სჭირდება - მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზებისთვის.
კანონში ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში რა როლი ეკისრება მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა ვითარების დროს გაუგებარია, რადგან ქვეყანაში მშვიდობის დროს ჯარს უხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრი, ომის შემთხვევაში კი პრემიერმინისტრი.
ამავე კოდექსით იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება 6-დან 11 თვემდე, გადამზადება კი თავდაცვის სამინისტროში მოხდება.
სავალდებულო ჯარში წასვლა შეეძლებათ სტუდენტებსაც, ამ შემთხვევაში სამი წლის განმავლობაში სამი თვე იმსახურებენ და სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
ცნობილი ხდება რომ წელიწადში ჯამში მხოლოდ 5 000 -მდე მოქალაქეს გაიწვევენ.