ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ხელახლა დაიწყო

გამოქვეყნდა:

თბილისში, ბარათაშვილის ხიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თავიდან დაიწყო. თბილისის ერთ-ერთ ძველ და ტურისტულად აქტიურ უბანში გადაადგილება კვლავ პარალიზებულია. უხრისხოდ შესრულებული სამუშაოები თბილისის მერიას მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. 

ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია "ჯი ერ ჯი"-მ შეასრულა. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კომპანიას ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა უნდა მოეასფალტებინა, თუმცა მან სამუშაოები ჯეროვნად ვერ შეასრულა.   

თბილისის მერიაში რეაბილიტაციის ხელახლა დაწყებაზე კომენტარს არ აკეთებენ. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მერია ბიუჯეტის ფულს ფუჭად ფლანგავს. 

სამი კვირის წინ დასრულდა, ჩემს უკან რომ გზა არის, რომელიც რამდენიმე თვე იყო გადაკეტილი და ახლა ხელახლა გადათხარეს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებოდნენ, რატომ ხდება ისე, რომ არასდროს დედაქალაქში გზა არ დაიგო ისე, რომ არა ოთხჯერ გადათხრა, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. 

მისი თქმით, ბარათაშვილის ხიდის მაგალითი კორუფციისა და არაპროფესიონალიზმის კლასიკური მაგალითია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი