"მთავარის" გადამღებ ჯგუფს, სავარაუდოდ, ხელვაჩაურის ყოფილი მერის ახლობელი თავს დაესხა და მიკროფონი დააზიანა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტს, თეა ვაშალომიძეს უცნობმა პირმა მიკროფონი დაუზიანა. შემთხვევა მახინჯაურში ცოტა ხნის წინ მოხდა.

გადამღები ჯგუფი ადგილზე ყოფილი მაღალჩინოსნის, ჯუმბერ ვარდმანიძის ჩასაწერად იყო მისული. ოპერატორიც და ჟურნალისტის სახლის გარეთ იდგნენ. ჟურნალისტი შაბათის "მთავარისთვის" ამზადებს სიუჟეტს ხელვაჩაურის ყოფილ მერთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებზე.

პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსნის ნათესავია მიკროფონს ღრუბელი მოაძრო და გადააგდო, გადამღებ ჯგუფს კი ადგილზე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი