პატრიარქის ტახტის მოსაყდრის მოწამვლა ნამდვილად სცადეს. ეკლესიის მმართველ ორგანოში ადასტურებენ, რომ მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო იყო და კვლევების შემდეგ მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ძვლოვანები ცდილობენ დაადგინონ როგორ მოხვდა მომწამვლელი ნივთიერება მოსაყდრის ორგანიზმში და ვინ შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მცდელობის დამკვეთი და განმხორციელებელი.