თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე, გაზგასამართ სადგურზე მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. ავტომობილს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როცა მგზავრი გადმოსული იყო.
ცეცხლი თხევადი აირის რეზერვუარს გადაედო.
მანქანა მთლიანად დამწვარია. მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.
სადგურის გვერდით "რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს, რომლის კედლებიც აფეთქებამ დააზიანა. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.