სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის სამსახურში - კონფიდენციალური წყარო "მთავარ არხს" ატყობინებს, რომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა პირდაპირ ოლიგარქის დაცვაზეა გადართული. ინფორმაციის მიხედვით სასაზღვრო კატარღები მუდმივად იმყოფებიან შეკვეთილის რეზიდენციის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში. ეს მორიგეობა განსაკუთრებით გამძაფრებული იმ პერიოდებშია, როდესაც ოლიგარქი უშუალოდ შეკვეთილის რეზიდენციაში იმყოფება. ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ხომალდები მართლაც პატრულირებენ ივანიშვილის სახლის მიმდებარედ.