
იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც თბილისი პრაიდი უნდა გაიმართოს, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები მიიჭრნენ, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ადგილზე იმყოფება ვატო შაქარიშვილი თავის ტიტუშკებით. ორკები იმ ტერიტორიასთან მიახლოებას ცდილობენ, სადაც პრაიდ ფესტივალი უნდა დაიწყოს და სადაც მისი ორგანიზატორები იმყოფებიან.
მოძალადეების მიზანი ფესტივალის ჩაშლაა. რადიკალები აგინებენ სამართალდამცველებსაც, რომლებიც დიდი რაოდენობით არიან მობილიზებული და ვითარების განმუხტვას ცდილობენ. გომელაურის უწყებას უსაფრთხოების საგანგებო ზომები აქვს მიღებული. მობილიზებულია სპეცრაზმიც. მედიის წარმომადგენლები სამართალდამცველების კორდონს უკან იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დააკავა რამდენიმე პირი მოძალადეების დაჯგუფებიდან.
"მთავარი არხი" შეგნებულად არ ასახელებს ადგილმდებარეობას, სადაც პრაიდ ფესტივალი უნდა გაიმართოს.