მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა - თბილისი პრაიდი

გამოქვეყნდა:

მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით - ნათქვამია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

მათ ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ მოუწიათ, რაც მოძალადეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ფესტივალის ჩატარების ადგილს მიუახლოვდნენ. 

Tbilisi Pride-ის თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია ფეისბუქზე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე აღარ ავიდნენ - "მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა", - წერს ის.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი