ბალტიისპირეთიდან ჯავშნები გაუქმდა, რადგან ბათუმი ბევრი რუსი ტურისტის ქალაქად აღიქმება - ალავერდაშვილი

გამოქვეყნდა:

"სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, ბალტიისპირეთიდან ჯავშნები გაუქმდა, რადგან ბათუმი ბევრისთვის რუსი ტურისტის ქალაქად აღიქმება.ამის შესახებ ალავერდაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "საქმის კურსში" ისაუბრა. მისივე თქმით, ევროპული ჯავშნების რაოდენობა არ იზრდება.

"დასავლეთ ევროპიდან ჯგუფური ტურიზმი 90%-ით არის შემცირებული. მას შემდეგ, რაც რუსეთთან ფრენები გავხსენით ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ტურისტებმა, განსაკუთრებით ბათუმში, ამხელა მოწოლა ნახეს რუსი ტურისტების, ამიტომ ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა ბათუმში და ახალი ჯავშნები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან არ შემოდის. მათთვის ბათუმი აღიქმება, როგორც ძალიან ბევრი რუსის კონცენტრაციის ქალაქად და ისინი აღარ ჩამოდიან. ევროპული ჯავშნების რაოდენობა არ იზრდება", - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

[ფოტო: ბათუმელები] 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი