პატრიარქის მოსაყდრის ბუნდოვანებით მოცული შესაძლო მოწავლის საქმე. რატომ გახდა შეუძლოდ მეუფე შიო? საპატრიარქო უკვე ადასტურებს მის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენას, მაგრამ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ეს, ამაზე არ საუბრობს. მოწამვლის კიდევ ერთი ვერსია დარიშხანია. ახლა ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
და კიდევ ერთი ფაქტი, რაც უფრო მეტ კითხვას აჩენს. რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს თანამშრომლი გარდაიცვალა, რომელიც მეუფე შიოს ოთახს ალაგებდა. რა სცენარით ვითარდება მოვლენები საპატრიარქოში და მიმდინარეობს თუ არა ფარული ბრძოლა გავლენებისთვის?