ხელისუფლების მიერ დაცული რადიკალები და ჩაშლილი "პრაიდ-ფესტი" | როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი დღის მანძილზე

გამოქვეყნდა:

სიტყვით ევროპისკენ, ქმედებებით რუსეთისა და რეჟიმისკენ. სულ რამდენიმე თვეში კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყანაში დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გამოხატვის უფლება და ადამიანის უსაფრთხოება დაცული არ არის... შეეძლო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს უფრო ეფექტურად ემოქმედა? ფაქტი ერთია, მათ ვერ უზრუნველყვეს ღონისძიების ჩატარება.

პოლიციელები და სპეცრაზმელები მოძალადეებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ, დაპირისპირების ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, ისინი ვერ აკავებდნენ აგრესიულ ჯგუფებს. ჩვენ ვნახეთ რადიკალების მიერ გარღვეული პოლიციის კორდონი, თუმცა ძნელად სათქმელია, რომ ეს გაუჭირდათ. დარჩა შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცველების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა არც შეხვედრიათ. სწორედ ასე შეძლეს დანიშნულების ადგილზე მისვლა.

დღევანდელი პრაიდ-ფესტივალის შესახებ ორგანიზატორებმა შესაბამისი უწყებები წინასწარ გააფრთხილეს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაინც ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, იმ დონეზე, რომ ეს ღონისძიება გამართულიყო. ჩვენ იქ ვერ ვნახეთ ვერც საპოლიციო საშუალებები, რომელსაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ. თუმცა, კადრებში კარგად დავინახეთ მოძალადეებისადმი კეთლიგანწყობილი პოლიციელი. დაძაბული ვითარება ისევ პრაიდის ორგანიზატორებმა განმუხტეს. მათ უარი თქვეს ღონისძიების გამართვაზე და ტერიტორია დატოვეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი