ახალციხეში ყირიმ–კონგოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ახალციხეში, სოფელ ანდაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაავადება შუახნის კაცს დაუდასტურდა ის თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი, წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი