საწვავი ისევ გაძვირდა | ბოლო კვირებში, ბენზინის ფასი 20-30 თეთრით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საწვავი ისევ გაძვირდა. ბოლო კვირებში, ბენზინის ღირებულება საშუალოდ 20-30 თეთრითაა მომატებული. მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ გაძვირებული საწვავი ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფებს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვებათ. 

ეკონომისტები კი არ გამორიცხავენ საწვავის ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც სხვა პროდუქციის ფასების მომატებასაც შეუწყობს ხელს. სპეციალისტების განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ სწორი მონეტარული პოლიტიკა ვერ გაატარა, რამაც მაღალი ინფლაცია გამოიწვია, დოლარის კურსის მატება კი, თავის მხრივ, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას იწვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი