
ეუთო/ოდირი 8 ივლისს ლისის მიმდებარედ მომხდარ ძალადობასა და პრაიდ ფესტივალის ჩაშლას გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლების ვალდებულებაა უზრუნველყოს შვიდობიანი შეკრების ჩატარება.
"ოდირი გმობს ძალადობას, რომელიც მიმართულია თბილისი პრაიდის მხარდამჭერების მიმართ, რამაც იძულებით, ღონისძიება ჩაშალა. შეკრების თავისუფლება ადამიანის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური
უფლებაა და ეუთოს რეგიონის ეროვნულ ხელისუფლებებს აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების ჩატარება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი. რადიკალი ჯგუფები ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.