საეჭვო ტენდერები ზუგდიდში - ქალაქში ტენდერებს ხშირ შემთხვევაში კომპანიები ნეპოტიზმის ნიადაგზე იგებენ. კერძოდ, ტენდერებში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები ძირითადად ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას ახლობლებს ეკუთვნის.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ტენდერები კომპანიების მფლობელების ინტერესებზეა მორგებული.
ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიას “როულდ-პლიუსი" და ბილდინგ - გრუპ 17" ჯამში 46 მსხვილი ტენდერი აქვს მოგებული, რაც 22 მილიონი ლარის ღირებულებისაა.
თავად წოწერია ბრალდებებს უარყოფს.
"გიდასტურებთ, რომ ზაზა ანთიაძე და ვახტანგ ქუთალია არიან ჩემი თანაკლასელები და მეგობრები, მაგრამ მათ სატენდერო სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ მაქვს. ზაზა ანთიაძის ძმა გახლავთ მამა ლუკა, მაგრამ ვთვლი, რომ აბსურდია მისი კავშირი რაიმე ტენდერთან და სამეწარმეო საქმიანობასთან", - თქვა მამუკა წოწერიამ.
ავტორი: ემა გოგოხია