საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ორნახევარი მილიონის მანქანებს ყიდულობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 
ავტომანქანების შესაძენად 2 485 740-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. დეპარტამენტს ჯამში 34 ავტომობილის შეძენა სურს.

​ტენდერის მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს ახალი (არაუადრეს 2023 წლის გამოშვების), მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. აღჭურვილი უნდა იყოს კონდიცირებით, სენსორული მონიტორით, უკანა საქარე მინის გათბობით და ა.შ

სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება ჯერჯერობით არ დაწყებულა და უცნობია რომელ კომპანიასთან გააფორმებს სსიპ ხელშეკრულებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი