
ონში ავარიას 11 წლის ბავშვი თედო (ნიკოლოზ) მეტრეველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ონში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 11 წლის თედო (ნიკოლოზ) მეტრევლის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ", - წერს ონის მერია.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.