ბათუმში მოზარდს მანქანა დაეჯახა | ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

​ბათუმში, შემწეობის მთხოვნელ მოზარდს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოცემასთან ამბობენ, რომ ბავშვი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფთან ერთად, მობილიზებული იყო პოლიციაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი