
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარასთან მომხდარ ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა. რეგიონული გამოცემის, "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე მგზავრი კლინიკაშია გადაყვანილი.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.