
თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსადგურში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებიდან ჩანს, რომ დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც შსს-მ "მთავარ არხს" განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.