
სტიქია ბათუმში - ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ზღვისპირა ქალაქში რამდენიმე ხე წაიქცა. მოგლეჯილო ხეები კი რამდენიმე ავტომობილს დაეცა. ძლიერი წვიმის გამო ასევე დატბორილია ქუჩები.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ბათუმის მერიის წარმომადგენლები მუშაობენ. ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.