
გორისა და ხაშურის მერიები განახლებული რეგიონის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურული პროექტების ფოტომომსახურებაში 12 500 ლარს გადაიხდიან, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მომსახურებისთვის ორივე უწყებამ გამარტივებული ხელშეკრულება ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გაუფორმა, რომელსაც თითოეული მუნიციპალიტეტი 6 250 ლარს გადაუხდის.
ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სამომავლოდ აღნიშნულ ფოტოებს საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ფოტოგრაფმა ფოტოების გადაღება, დამუშავება და მიწოდება მიმდინარე წლის 29 სექტემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, გორისა და ხაშურის მერიებში პიარსამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ასევე ევალებათ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებაც.