თბილისის შემდეგ ქუთაისი. რუსული ავიაკომპანია "რედ ვინგსი" დღეიდან ყოფილ საპარლამენტო ქალაქშიც იწყებს ფრენას და მოსკოვიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ეს არის უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ავიაკომოანია, რომელსაც დროებით ოკუპირებული აფხაზეთი ოფიციალურ საიტზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჰყავს მითითებული.
"რედ ვინგსის" პირველ რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები დახვდებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ "ოცნების" ხელისუფლების მიერ რუსეთთან დაახლოების მორიგ ნაბიჯს.
თუმცა, ბოლო მონაცემებით, შესაძლოა, მოსკოვი-ქუთაისის პირველი რეისი გადაიდოს, რადგან ამ დრომდე ქუთაისის აეროპორტი დატბორილია.