
ბათუმში, ურეხში, ზედაღელის დასახლებაში მალაყმაძეების ოჯახში მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
მალაყმაძეების ოჯახში გამოცემასთან ამბობენ, რომ ეს მათ ეზოში მეწყერის პირველი შემთხვევა არ არის. მათი თქმით, იგივე მოხდა 3-4 წლის წინ და მეორედ - დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. ოჯახში ამბობენ, რომ მერიაში უთხრეს, რომ მათ საკითხს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ მათთვის უცნობია.