
სტიქია გურიაში - ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილშია, სადაც დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.
მძიმე მდგომარეობაა ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე - გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე და ოზურგეთი-დვაბზუს მიმართულებით.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში წვიმის შემდეგ სულ ასეთი მდგომარეობაა, ხელისუფლება კი არანაირ პრევენციულ ღონისძიებებს არ ახორციელებს.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე