წყნეთში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

წყნეთში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით,  ე.წ სამთავრობო ზონაში ბავშვები სკვერში იმყოფებოდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. 16 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

ღამით ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.

ჯერ უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება. "მთავარი არხი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და პასუხი მიღებისთანავე აისახება მასალაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი