სტიქია წალენჯიხაში - სოფელი ნაკიფუს ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციასა და ფოტომასალას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია, სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

მისი თქმით, ადგილზე დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ძლიერი წვიმისა და სტიქიის შედეგად, ქარმა ხეები მოგლიჯა და სავალი გზის ნაწილი დააზიანა საჩინოსა და ფახულანში.

მეწყერი ჩამოწვა სოფელ ობუჯშიც.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი