სტიქია სენაკსა და აბაშაში - ადგილობრივების თქმით, სოფელ სამიქაოში მცხოვრებლები გარესამყაროს არიან მოწყვეტილები [VIDEO]

გამოქვეყნდა:

სტიქია აბაშაში - ადგილობრივების ცნობით, სამდღიანი ძლიერი წვიმის შედეგად წყალმა სოფელ სამიქაომდე მისასვლელი ხიდი დააზიანა. სამი ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, მათ შორისაა 97 წლის ქალი. 

ესმა ბაღათურია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ხიდი სტიქიამ ერთი წლის წინაც დააზიანა, თუმცა ხელისუფლებამ თქვა, რომ შესაბამისი თანხები არ ჰქონდათ რეაბილიტაციისთვის. 

"თითქმის ერთ მეტრამდე ავიდა წყალი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. [...] მდინარემ ხიდი მთლიანად წაიღო. 3 ოჯახი არის მოწყვეტილი", - ამბობს ესმა ბაღათურია.

წყალდიდობაა სენაკშიც, ნოქალაქევში სადაც წყალმა ცენტრალური გზა დატბორა. 

მოსახლეობა დახმარებას და ადგილზე სამაშველო ჯგუფების მისვლას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი