
ხობის ცენტრში ძლიერი წვიმის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჭერი ჩამოინგრა. ჭერი იმ ოთახში ჩამოინგრა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოჯახმა მთელი ღამე მეზობლის ბინაში გაათენა.
ბინა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ აქვს, ისინი იქ ცხოვრობდნენ.
შეგახსენებთ, სამეგრელოში ძლიერი წვიმის შედეგად, დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები.
ავტორი: ემა გოგოხია