დაიტბორა ხობის საავადმყოფო - ვითარება სამეგრელოში

გამოქვეყნდა:

სტიქიის გამო რთული ვითარებაა სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში - სენაკი-აბაშის ცენტრალურ გზაზე შეფერხებულია მოძრაობა. წყალმა დატბორა სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი მიწები და სხვა სავარგულები. რიგ ადგილებში ჩამოწვა მეწყერი.

სტიქიის გამო რეგიონს ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირიც შეფერხებით მიეწოდება. ადიდებულმა მდინარეებმა და ქარმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. 

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხობსა და აბაშაში. ხობის ცენტრალური საავადმყოფო დატბორილია და ვერ ფუნქციონირებს. სასწრაფო დახმარების ჯგუფებს პაციენტები ფოთსა და ზუგდიდში გადაჰყავთ. 

სამეგრელოში ამ დროისთვისაც წვიმს. რეგიონში დამატებით გამოძახებულია სამაშველო ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი