სარფში ჯამში 131 120,39 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

გამოქვეყნდა:

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი" კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად,  131 120,39 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს, რომელთა 
საერთო წონა: 1 384  გრამს შეადგენდა. 

სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი