რუსულმა Red Wings-მა სოჭი-თბილისის პირველი რეისი შეასრულა

გამოქვეყნდა:

რუსულმა ავიაკომპანიამ Red Wings სოჭი-თბილისის პირველი რეისი შეასრულა. თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 თბილისის აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:40 წუთზე დაჯდა. ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით ვრცელდება. 

შეგახსენებთ, დღეს დილით პირველი რეისი შესრულდა მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით. აღნიშნული რეისი გუშინ უამინდობისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაზიანების გამო გადაიდო. 

ცნობისთვის, Red wings-მა საქართველოში ფრენების ნებართვა მაისში მიიღო, მაგრამ რეისების განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო. 
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი