ტრაგედია წყნეთში | ვინ არის პასუხისმგებელი 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე

გამოქვეყნდა:

საბედისწერო სტუმრობა და კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია. 16 წლის მოზარდი ისევ დენმა იმსხვერპლა. დათუნა ჟღენტი მეგობრებთან ერთად სარეაბილიტაციოდ გამზადებულ სკვერში მდებარე ფანჩატურში იმყოფებოდა, სადაც არც ერთი ამკრძალავი ნიშანი არ არის, რომელიც მიუთითებს, რომ ელექტრო ინფრასტრუქტურა გაუმართავი და სიცოცხლისთვის სახიფათოა.

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ახალგაზრდა სპორტსმენს პირველადი დახმარება ადგილობრივებმა აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო

რატომ იყო ელექტროსადენები ქაოტურად გაჭიმული და დიდი ალბათობით უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე დამონტაჟებული, ეს არის ახლა მთავარი შეკითხვა, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ვაკის გამგეობა და თბილისის მერია პასუხისმგებლობას ამჯერადაც გაურბიან. საქმეში ასევე იკვეთება თელასის როლი, რომლის პასუხისმგებლობაც დიდია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი