ბათუმში ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ | დაშავდა ორი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა 
TV25 ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთასთან მოხდა და ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამედიცინო დახმარების ჯგუფები. 

წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კურიერია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი