
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში, BMW-ს მარკის ავტომანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ. ინფორმაციას რეგიონული მედია Qartli.ge ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, რომელიც მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარ არხს" განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.