როგორი ამინდი იქნება საქართველოში 17 ივლისამდე | პროგნოზი

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 15-17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტო ამბობს, რომ 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში 14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი