თბილისის დროით, საღამოს 19 საათზე სტრასბურგში, ნიკა გვარამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მოხარულნი ვართ მოგიწვიოთ პრესკონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობს ყოფილი პოლიტპატიმარი და მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორი ნიკა გვარამია. ეს პრესკონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოში პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების შესახებ გადამწყვეტი საკითხების განხილვას.
გასულ წელს ნიკა გვარამია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით უსამართლოდ დააპატიმრეს და სამწელიწად-ნახევარი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ფართოდ განიხილება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, ჩაახშოს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური ხმა. საერთაშორისო ზეწოლის გამო, ბატონი გვარამია ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა ციხიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების შემდეგ. საქართველოში კანონის უზენაესობის, პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების ეროზიის დესტრუქციული ზემოქმედების უშუალო გამოცდილებით, ნიკა გვარამია უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობს ქვეყანაში პოლიტიკური თვითნებობის მუდმივ ტენდენციებზე. - წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი, რომელიც კონფერენციის მოდერატორია.
შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ევროდეპუტატებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო, პოლიტიური დევნა და ის პროპაგანდაა, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება თავისუფალი მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ იყენებს.