ჩემი სახლიდან დაიკარგა საბუთები, მათ შორის, პროკურატურის გადაწყვეტილება ჩემი დაზარალებულად ცნობის შესახებ - დაბრუნდაშვილი

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარი საცხოვრებლიდან გამქრალ დოკუმენტებზე საუბრობს.

ჟურნალისტის თქმით გაურკვეველ ვითარებაში მისი საცხოვრებელი სახლიდან დაიკარგა რამდენიმე დოკუმენტი აქედან ერთ-ერთი პროკურატურის მიერ გაცემული დაზარალებულის სტატუსის დამადასტურებელი საბუთია, დანარჩენი კი საერთაშორისო აკრედიტაციები. ვასილ დაბრუნდაშვილი გამოძიების დასაწყებად სამართალდამცველებს უახლოეს მომავალში მიმართავს.

"მოკლედ ასეთი რამ ხდება, ჩემი სახლიდან ცოტა ხნის წინ დაიკარგა რაღაც საბუთები მათ შორის არის  თბილისის პროკურატურის გადაწყვეტილება ჩემი დაზარალებულად ცნობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში წერია რომ სუსი უკანონოდ ყოველგვარი სასამართლოს სანქციის გარეშე მისმენდა მითვალთვალებდა და შიფრავდა ჩემს პირად მოკლეტექსურ შეტყობინებებს. ამ საქმეში დაზარალებულად პროკურატურამ მცნო. ეს დოკუმენტი ვის რაში სჭირდებოდა წარმოდგენა არ მაქვს, ასევე წარმოდგენა არ მაქვს ვის რაში სჭირდება ჩემი თვალთვალი, სახლთან, აუზთან, კაფეში ან მეგობრების წრეში.  გულის ამრევია უკვე რაღაცეები და  ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი!" წერს დაბრუნდაშვილი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი