ევროკავშირის ექიმები მიხეილ სააკაშვილთან | "ვივა მედში" ცოტა ხნის წინ პენიტენციურის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი მივიდა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა "ვივა მედში" პოლონელი ექიმები უკვე რამდენიმე საათია, იმყოფებიან. რამდენიმეთვიანი მოთხოვნის, ბიუროკრატიული და რაც მთავარია, პოლიტიკური წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ, მედიკოსებმა მესამე პრეზიდენტის საკნად ქცეულ პალატაში შესვლის ნებართვა მიიღეს.

უცხოელი სპეციალისტები რამდენიმე საათია "ვივა მედში" მუშაობენ და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას მოამზადებენ. სამედიცინო დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, არ იქნება საჯარო და მას მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირები გაეცნობიან.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი