პატრიარქის მოსაყდრის საჯარო გამოჩენა მას შემდეგ რაც მისი მოწამვლა სცადეს. დღეს მან მსახურება სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს პასუხი, ვინ ცდილობდა მკვლელობას. ამ საქმეზე ჯერ მხოლოდ ერთი პირია დაკითხული. საპატრიარქომ აღიარა, რომ არ აპირებდა ამ თემის გასაჯაროებას და შიდა მოკვლევა ჰქონდა დაწყებული.
ერთთვიანი დუმილი კი მას შემდეგ დარღვია, რაც ამ თემაზე მედია ალაპარაკდა. დღეს თავად პატრიარქის მოსაყდრემაც თქვა, რომ ელოდება გამოძიების შედეგებს. საქმეში ფიგურირებს ორი ვერსია. მძიმე მეტალები და დარიშხანი. ჯერჯერობით არ არსებობს პასუხი ვინ ცდილობდა ან ცდილობდა თუ არა ვინმე პატრიარქის მოსაყდრის მოწამვლას.