ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, მატეუშ მორავეცკის...დღეს სისხლის გადასხმას აპირებენ, ვერ არის ფორმაში - ალასანია

გამოქვეყნდა:

გიული ალასანია მადლობას უხდის პოლონეთის პრემიერსა და პოლონელ მედიკოსებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩართვისთვის და ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა 

„ძალიან ბევრი საათი გაატარეს, ყველაფერს აქ ვერ გააკეთებდნენ, რაღაც რეკომენდაციებიც გასცეს ალბათ. წერილობითი ფორმითაც წარმოადგენენ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, პირველ რიგში, მატეუშ მორავეცკის, ვისი თამადობითაც მოხდა ეს ყველაფერი. მთელი ევროპა დადგა ფეხზე, ძალიან ბევრმა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ჩემს შვილზე სტატიები. ძალიან გამამხნევებელი იყო პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელი განცხადება, რომელმაც ქართველ ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა. დღეს მაგალითად, სისხლის გადასხმას აპირებენ, ვერ არის ფორმაში. გუშინ მალხაზ ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება, კარგად გამოიყურებაო. ბატონი ურთქმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, ეს ჩემს შვილს შეიძლება კომპლიმენტადაც მიეღო. შექმნილ ვითარებაში, რა ვიცი რა გითხრათ." განაცხადა ალასანიამ ვივა მედთან, ჟურნალისტებთან საუბრისას.[IPN]

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ, რომლებიც ვივა მედში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდნენ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას. მედიკოსები დადებენ დასკვნას, რომელიც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საფუძველი გახდეს, თუმცა როგორც ცნობილია, დასკვნა საჯაროდ არ გამოქვეყნდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი