
გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ევროკავშირისა და ნორვეგიის საელჩოს ჩართულობით, ორგანიზაციამ "წითელი ხიდი" და "ახალი აზროვნების ინსტიტუტმა" ახალგაზრდული ფორუმი გამართეს.
"წითელი ხიდის" დამფუძნებლებმა საქმიანობის ერთი წელი შეაჯამეს და იმ შედეგებზე ისაუბრეს, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და გაძლიერების პროცესში მიაღწიეს. პროექტის ორგანიზატორებმა სტაჟირების პროგრამების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ არაერთი ახალგაზრდა უკვე დასაქმდა. ფორუმის ფარგლებში წითელმა ხიდმა გაეროსთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრა.