
საქართველოდან მიგრაციის დრამატულად მძიმე მაჩვენებელი და ანტირეკორდების კასკადი. ქვეყანა საკუთარი მოქალაქეებისგან ფაქტობრივად იცლება და დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარს უახლოვდება. მხოლოდ 2021-22 წლების მონაცემებით საქართველოდან 200 ათასამდე ადამინი წავიდა აქედან თითქმის ნახევარმა ახალი ცხოვრების დასაწყებად არჩევანი სხვა სახელმწიფოზე გააკეთა.
საქართველოდან გაქცევის მთავარ მიზეზად კვლავ მძიმე სოციალური ვითარება და უპერსპექტივობა სახელდება. მიგრანტებს შორის კი განსკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდების გადინება, რომლებიც საკუთარ სამშობლოში განვითარების შესაძლებლობას ვეღარ ხედავენ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი