
კრემლმა "ქართული ოცნება" ისევ ვერ გადაარჩინა. ხელისუფლების ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომლის არსი რუსეთთან ვაჭრობის გაზრდაში იყო ისევ არ გაამართლა. ბაზარი საგანგაშო სიგნალებს იძლევა - საწვავმა უკვე დაიწყო გაძვირება და ინფლაციის ტემპი კვლავ იზრდება. ეკონომისტები ხელისუფლებისგან პოლიტიკის შეცვლას მოითხოვენ - წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური პრობლემების მორიგ ტალღას აანონსებენ.