პოლონელ ექიმებს დამატებითი კვლევა არ მოუთხოვიათ, პაციენტი უფრო მეტად ასრულებს რეკომენდაციებს - ჩხაიძე

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კლინიკაში ჩატარებულ კვლევებს გაეცნენ. როგორც ჩხაიძე ამბობს, მათ დამატებითი ინსტრუმენტული კვლევა არ მოუთხოვიათ. 

ექიმის თქმითვე, პაციენტი უფრო მეტად ასრულებს რეკომენდაციებს.

"ძალიან საგნობრივი იყო ჩვენი საუბარი, ძალიან კოლეგიალური იყო ჩვენი საუბარი. განვიხილეთ, არანაირი დამატებითი ინსტრუმენტული კვლევა არ მოუთხოვიათ, გაეცნენ კვლევის შედეგებს, გაესაუბრნენ პაციენტს. მკურნალობის პროცესში, როცა იყო ჩვენი შეკითხვა, რომ ხომ არ დაამატებდნენ რაიმეს მკურნალობის თვალსაზრისით, მათ უარი განაცხადეს. ერთი იყო ნეიროქირურგი და მეორე შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, რომელსაც ასევე აქვს ტოქსიკოლოგის სერტიფიკატი. პაციენტი უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, პოლონელმა ექიმებმა კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილი 12 ივლისს მოინახულეს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ მედიასთან საჯაროდ არ უსაუბრიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი