
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს, 14 ივლისს, დიდუბის რაიონში, წერეთელის და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ცნობით, დაზიანების აღდგენითი სამუშაოები 13:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. GWP ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 14 ივლისს, 13:00 საათიდან 15 ივლისის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონი:
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.