
ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკა თბილისის ქუჩებში - პოლიციას ამ დრომდე არ დაუდგენია იმ პირთა ვინაობა, ვინც მაყაშვილის ქუჩაზე ერთ ერთ კედელზე გამოსახული უკრაინისა და ნატოს დროშებს რუსეთის ფედერაციის დროშა გადაახატა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ტერიტორიაზე ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ადგილობრივებს დაპირდნენ რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური დღის ბოლომდე გამოასწორებდა ვითარებას, თუმცა საბოლოოდ ისევ სტენსილის ავტორებმა მოხატეს კედელი კვლავ უკრაინისა და ნატოს დროშებით